არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობდა დატოვა

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.

„დიდი ხანი იყო ლაპარაკი, რომ გადადგომას აპირებდა, მიზეზებზე რეგიონში არავინ არაფერს ამბობს“,- თქვა „რაჭანიუსთან“ ამბროლაურის მცხორებმა.

„რაჭანიუსი“ დაუკავშირდა გუბერნატორის პრესსამსახურს, ისინი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. თავად ჯაფარიძე ზარებს არ პასუხობს.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *