სახელოსნო “ედენა” და “ეთნოონი” – ონში

რაჭა დიდი ხანია ახალგაზრდების დიდ ქალაქებში მიგრაციის პრობლემის წინაშე დგას, რაც ძირითადად უმუშევრობითა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სირთულითაა გამოწვეული. ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით რამდენიმე თვის წინ ტრადიციული რეწვის სახელოსნო „ედენა“ გაკეთდა, სადაც ადგილობრივი ქალები თექაზე მუშაობენ და ტრადიციული რაჭული ორნამენტებით გაფორმებულ სუვენირებს აკეთებენ.

სახელოსნოს ბაზაზე ასევე სასწავლო ცენტრიცაა, სადაც ადგილობრივები თექაზე მუშაობის ტექნიკებს ეუფლებიან.

“ედენას” უკვე 80-ამდე ბენეფიციარი ჰყავს. ლილიანა მაისურაძემ სახელოსნო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტით სამი თვის წინ დაარსა.
მისი თქმით, სახელოსნოში ამ ეტაპზე 20-ამდე ქალია დასაქმებული, მათი უმეტესობისთვის სახელოსნოში მუშაობა დამატებითი, ზოგისთვის კი ძირითადი შემოსავლის წყაროა.

28 ივლისიდან კი მათ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა პროგრამის ფარგლებში აშნებულ ეთნოტურისტულ მაღაზია „ეთნოონში“ შეუძლიათ.

მრავალპროფილური რაჭული სუვენირების სახელოსნო „ედენა“ და ეთნოტურისტული მაღაზია ონში მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. რომელიც მიზნად ეკონომიკური გავითარების ხელშეყობაში რაჭველი ქალების გაძლიერებას ისახავს.

გარდა ამისა, როგორც ლილიანა ამბობს იგეგმება ონლაინ მაღაზიის გაკეთებაც.

„ეს არის რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი, საკმაოდ დიდი მოცულობის გრატი იყო, რის ფარგლებშიც დაგვიფინანსეს სახელოსნოს მოწყობა. ასევე, ტურისტული მაღაზიაც. სახელოსნო უკვე მუშაობს თითქმის სამი თვეა და 80-ამდე ბენეფიციარია ჩართული ჩვენს პროექტში.
„ფართი სადაც სახელოსნოა უფასო უზუფრუქტით აღებული აქვს ჩვენს ორგანიზაციას. ამ ეტაპზე დასაქმებულია 20-ამდე ქალი და მთლიანი პროექტის გამვალობაში კიდევ შემოგვიერთდებიან ეტაპობრივად.
„პანდემიამ რამდენიმე თვით გადაგვიწია დაგეგმილი ტრენინგები. სამაგიეროდ, გაორმაგებული ძალით დავიწყეთ მასალასთან მუშაობა გახსნის შემდეგ, როგორც კი მუშაობის ნება დაგვრთეს. რაც მთავარია მშენებლობა არ გაგვიჩერებია პანდემიის დროს. მაღაზია ამ პერიოდში აშენდა, სახელონოც გარემონტდა. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ ასევე ონლაინმაღაზიის გაკეთებასაც“, – აღნიშნა ლილიანა მაისურაძემ.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ავსტრიის ელჩის არად ბენკოს თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტალიზაიისთვის, რაც თავის მხრივ რაჭის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავსტრიის განვითარების და თანამშრომლობის ფონდმა 19 მილიონ ევროზე მეტი ინსვეტიცია გასწია საქართველოში. ძირითადი ფოკუსი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციაზე. ჩვენ გვესმის, რომ ტრადიციული დემოკრატიული სახელმწიფო უკეთ ფუნქციონირებს დეცენტრალიზაცისას, რადგანაც ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ იცის თუ რა უნდა გააკეთოს საკუთარი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის.
„რაჭა საქართველოს სხვა რეგიონებისგან მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს სამუშაო ადგილები, არ აქვს განვითარების შესაძლებლობა, გარდა ამისა მათ უჭირთ დაქორწინებაც. დეცენტრალიზაცია კი საუკეთესო გზაა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგოს, რომ მას აქვთ ძალა და საშუალება, თავად შექმნას საკუთარი სამუშაო ადგილები. ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და მოსახლეობის ჩართულობა გადაარჩენს ამ რეგიონს“, – ამბობს არად ბენკო.

სახელოსნო დაასაქმების პროექტის ფარგლებშივე გადამზადებულ ბენეფიციარებს – ადგილობრივ რაჭველ ქალებს, საოჯახო სასტუმროების დიასახლისებს,სოფლის მცხოვრებებს, პროდუქტის მწარმოებელ და რეწვით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამისა და აქტივობების საშუალებით შეიძენენ საჭირო ცოდნას.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *