ხანძარი რაჭაში – მოქალაქეები წყალს ცხენებით ეზიდებიან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში, ტყის მასივში ხანძარია.  „აგროგარემო TV-ს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 30 ჰა-ზეა გავრცელებული, აქედან აქტიური წვის პროცესი 1 ჰა – ზეა.

ცეცხლის ჩაქრობას 40 მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივები დილობენ. მოქალაქეები წყალს ცხენებით ეზიდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *