“გადმომხედა უფალმა და მოვიგე” – ამბროლაურის მერმა ონლაინ ტოტალიზატორში Porsche Cayman მოიგო

ამბროლაურის მერმა, ზვიად მხეიძემ Leader-Bet -ის  ონლაინ ტოტალიზატორის გათამაშებაში ახალი 2019 წლის წითელი ფერის  Porsche Cayman მოიგო. აღნიშნული ინფორმაცია მერმა Rachanews-ს დაადასტურა. როგორც მან გათამაშების წამყვანებს განუცხადა, ტოტალიზატორის 48 ბილეთი ჰქონდა. სატელეფონო ინტერვიუს დროს კი აღნიშნა, რომ მხოლოდ 2 ბილეთის მეშვეობით მოიგო აღნიშნული პრიზი, რაც მისივე თქმით, ღმერთის წყალობაა და მეტი არაფერი.

„მე არც დრო მაქ მაგისი არც სურვილი და არც საშუალება, ეს იყო შემთხვევა გადმომხედა უფალმა და მოვიგე“.

მერის თქმით, ონლაინ კაზინოში იგი დისშვილებთან ერთად წლების წინ დარეგისტრირდა და საიტს ძირითადად მის დისშვილები იყენებენ.საღამოობით ფეხბურთის ყურების დროს კი  ხანდახან ბილეთებსაც თავადაც დებდა. „წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, ერთობიან ბავშვები, ბავშვები რა კაცები არიან 27 -28 წლის კაცები არიან“.

ჩვენ კითხვაზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ამ ქმედებით როგორც საჯარო მოხელე შესაძლოა ახალისებდეს აზარტულ თამაშებში მოქალაქეების ჩართულობას, ასე გვპასუხობს:

„მე მოვიგებდი თუ სხვა მოიგებდა რა მნიშვნელობა აქვს და მე რა თქმა უნდა პოპულარიზებას მხარს არ ვუჭერ“

Leader-Bet.com – ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნას ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს საინტერესო და კომფორტული გასართობი პორტალი, სადაც შეძლებენ ითამაშონ მრავალფეროვანი ონლაინ თამაშები და ტოტალიზატორი ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით

შენიშვნა: საკანონმდებლო ორგანოში შესულია არაერთი ინიციატივა, რომელიც მაუწყებლებისთვის აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვას ითვალისწინებს.

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *