ძლიერმა სტიქიამ ამბროლაურში სახურავი 8 კოპუსს გადახადა

ავტორი: ნოდარ ლაფანაშვილი

გუშინ, 18 ივლისს ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ ამბროლაური დააზიანა.

სტიქიამ 5 კორპუსს მთლიანად გადახადა სახურავი, 3 მრავალსართულიან სახლს კი-ნაწილობრივ დაუზიანა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეებიც, რამაც გზების ჩახერგვა და ელექტრო ენერგიის გათიშვა გამოიწვია. გარკვეული დროის მონაკვეთში ჩაკეტილი იყო ამბროლაურთან დამაკავშირებელი საავტომობილი გზაც.

ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, სტიქიასთან ბრძოლის სამუშაოები მალევე დაიწყო, სახლები დროებითი მასალით დახურეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლების გადახურვის სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს და დროში არ გაიწელოს.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ რაჭანიუსს განუცხადა, „ზარალის დამდგენი კომისაი შექმნილია და მუშაობს, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა ქალაქს“. ზვიად მხეიძის ინფორმაციით, სახლების დროებითი მასალით გადახურვის სამუშაოები ღამის სამ საათამდე გაგრძელდა. „მოსახლეობას შევთავაზეთ კიდევაც სასტუმროებში გადაყვანა, თუმცა შემდგომ ამის საჭიროება არ დადგა“.

წინასწარი ინფორმაციით კი ზარალი ნახევრ მილიონ ლარზე მეტია.

 

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *