როგორ შევძლოთ გარემოსდაცვით საკითხებზე ცოდნის მიღება და გადაწყვეტილებებში ჩართვა – ონში მწვანეთა მოძრაობის ოფისი გაიხსნა

რაჭაში გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ონში პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა.

სივრცე მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების პროექტის ფარგლებში მოეწყო. ადგილზე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კონსულტაციის და რეგიონში მიმდინარე თუ დაგეგმილი ისეთი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელსაც  გარემოზე ზემოქმედების შეფასება სჭირდება.

 

 

 

პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ონი მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ეკოლოგიური პირობების გამო შეირჩა.

 

 

ინიციატივის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის კუთხით, რათა მათ მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; ინფორმაციის გავრცელებისა და სამოქალაქო ჩართულობის გზარდის მიზნის მისაღწევად, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ტრენინგებიც.

 

ცენტრი ონში, მეფე დემეტრე მეორეს მოედანზე მდებარეობს.

ის დაინტერესბულ პირებს საუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე მოემსახურება.

 

საერთო ჯამში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ სამიზნედ 4 რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი შერჩა. 

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *