2014-2018 წლების დემოგრაფიული მონაცემები ამბროლაურში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2010-დან 2019 წლამდე მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს. მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით კი რეგიონისგან განსხვავებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ზრდა ფიქსირდება.
 
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, 2014 წლის მონაცმებით ქ. ამბროლაურში რეგისტრირებული იყო 2 047 მოქალაქე: 959 მამაკაცი, 1 088 ქალი. მთლიანად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი 9 139 მოქალქე: 4542 მამაკაცი, 4597 ქალი; სულ-11 186 კაცი.
 
2017 წელს კი, ამბროლაურის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 13 464 მოქალაქე: 6587 მამაკაცი; 6877 ქალი.
 
ამავე წყაროს ცნობით, 2018 წლის მონაცმებით რეგისტრირებულია სულ 13 484 ადამიანი ( 6 602 მამაკაცი; ქალი 6882 ).
2014-18 წლებში ამბროლაურის მუუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა 2298 კაცით გაიზარდა.

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *